მოვაჭრის დასახელება: ი/მ ნათია ტაკიძე

საიდენტიფიკაციო კოდი: __________________

იურიდიული მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ალამბარი

ელ-ფოსტა: [email protected]

ტელეფონის ნომერი: 558 64 64 85

ვებგვერდი: Silver925.ge

Silver925.ge წარმოადგენს ონლაინ მაღაზიას. მომხმარებელთა მომსახურებისთვის ფიზიკური სავაჭრო ობიექტი არ ფუნქციონირებს.


მოვაჭრის ვალდებულებები

  • მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
  • საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
  • მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

კანონისმიერი გარანტია

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა — საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება — ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში — შეცვლა ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში — ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის, მათ შორის ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების, გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
    • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
    • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
  • მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  • მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

შეკვეთის მიღება

  • მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია Silver925.ge-ის ონლაინ მაღაზიის საშუალებით.
  • ნივთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია კურიერთან ანგარიშსწორებით.
  • მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს განვადებით, თუ აღნიშნული გადახდის საშუალება ხელმისაწვდომია კონკრეტული შეკვეთისთვის და მომხმარებელი აკმაყოფილებს შესაბამისი საფინანსო ორგანიზაციის მიერ დადგენილ პირობებს.
  • შეკვეთის დამუშავების შემდეგ ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადაა 2-დან 5 სამუშაო დღემდე.
  • შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
  • მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება. თუ მომხმარებელს წინასწარ აქვს გადახდილი თანხა, მას დაუბრუნდება გადახდილი თანხა.
  • მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს ნივთის შემოწმება და დარწმუნდეს, რომ ნივთს არ აქვს აშკარა ვიზუალური ნაკლი.
  • მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საბუთი.

მიწოდების პირობები და საფასური

მიწოდების ვადა: 2–5 სამუშაო დღე.

თბილისში მიწოდება: 5 ₾

რეგიონებში მიწოდება: 10 ₾

მიწოდების ვადის ათვლა იწყება შეკვეთის დამუშავებისა და დადასტურების შემდეგ.


უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

  • მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • აღნიშნული ვადა აითვლება:
    • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში — ხელშეკრულების დადებიდან;
    • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში — მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, გარდა გადამზიდავისა, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
    • მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში — მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, გარდა გადამზიდავისა, ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
    • საქონლის რეგულარულად, განსაზღვრული პერიოდულობით, მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში — მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, გარდა გადამზიდავისა, ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

დაბრუნების პირობები

  • ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი, გვარი, ნივთის დასახელება და შეკვეთის ნომერი და ინფორმაცია გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

[email protected]

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
    • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
    • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი, უშუალო ხარჯი.
  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან და აქსესუართან ერთად, თუ ასეთი საქონელს თან ახლდა.
  • მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა.
  • მოვაჭრეს უფლება აქვს შეაჩეროს თანხის დაბრუნება მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს თანხის დაბრუნების სხვა საშუალების გამოყენებაზე.
  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები

Silver925.ge-ზე არ ხორციელდება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან გრავირებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია. შესაბამისად, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ საქონელთან დაკავშირებული გამონაკლისი არ გამოიყენება.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებლის მიერ ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება შეიძლება არ გავრცელდეს შესაბამის საქონელსა ან მომსახურებაზე.

მომხმარებელს არ აქვს აღნიშნული წესით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.


ფორს-მაჟორი

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური ან ტექნოლოგიური კატასტროფით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით ან სხვა დაუძლეველი ძალის გარემოებით და აღნიშნული გარემოება წარმოიშვა ან განვითარდა შეკვეთის განხორციელების შემდეგ.
  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან რომელიმე უშუალოდ მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ შესრულების ვადაზე, აღნიშნული ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
  • მხარე, რომელსაც წარმოეშვა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ აცნობოს მეორე მხარეს.
  • საჭიროების შემთხვევაში შეტყობინებაში ასახული გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.
  • ფორს-მაჟორული გარემოების შესახებ შეუტყობინებლობამ ან დაგვიანებით შეტყობინებამ შეიძლება მხარეს შეუზღუდოს აღნიშნული გარემოების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენების შესაძლებლობა.

ბოლო განახლების თარიღი: 13.08.2026